вторник, 11 июля 2017 г.

ტრენინგის მეცხრე დღე.

     ტრენინგის განმავლობაში გავეცანით ინტელის როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ კურსს. ტრენინგის განმავლობაში შევქმენით ჩვენი პორტფოლიო და ნასწავლის გამოყენებით ავტვირთეთ ჩვენსავე შექმნილ ბლოგზე. ტრენინგის  მეცხრე  დღეს  წარმოვადგინეთ   ჩვენ მიერ განსახორციელებელი პროექტების გეგმები.  პრეზენტაციის დროს ვურჩიეთ ერთმანეთს  რომელი აქტივობა  უფრო საინტერესოს გახდიდა  მოსწავლეთა ჩართულობას , ძალიან მომეწონა    ოლინა დოგუზაშვილის პროექტი ,,ჩვენ და პოლიმერები" .    ვფიქრობ , პროექტი აქტუალურია ,   სხვადასხვა სამოტივაციო პირობის მიცემით  მოსწავლეებს გაუჩნდებათ სურვილი  იკითხონ  დამატებითი ლიტერატურა და გაიაზრონ რატომ არის პოლიმერები ჩვენთვის საზიანო ან სასარგებლო.   ეს პროექტი აუცილებლად განუვითარებთ მოსწავლეებს  დამოუკიდებელ      აზროვნებას.
          დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის ასეთი საინტერესო შეხვედრებისთვის, ვფიქრობ მივიღეთ  ძალიან კარგი რჩევები და შვიძინეთ საჭირო ცოდნა, თუ როგორ საინტერესოა პროექტებით სწავლება, როგორ ვწეროთ პროექტი ელექტრონული ფორმატით,  შეძენილ ცოდნას გავუზიარებთ კოლეგებსაც.

суббота, 8 июля 2017 г.

ტრენინგის მერვე დღე.

.
   
      გავიმეორეთ განვლილი მასალა. განვიხილეთ როგორ იქმნება ფასილიტაციის  რესურსი.   მოვაწესრიგეთ პროექტის პორტფოლიო, დავარქვით თითოეულ საქაღალდეს თავისი სახელი .   შემდეგ ვისწავლეთ დრაივის საშუალებით პროექტის  ბლოგზე განთავსება.ვფიქრობ, დღემ ნაყოფიერად ჩაიარა. ვემზადებით პროექტის პრეზენტაციისათვის

четверг, 6 июля 2017 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

            გავიმეორეთ წინა დღეს  განხილული საკითხები. აღვწერეთ სასწავლო პროექტის სრული ციკლი. ვიმუშავეთ  პროექტის გეგმაზე  ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით, განვსაზღვრეთ პროექტისთვის საჭირო რესურსები:აპარატული, პროგრამული, ბეჭდური, ინტერნეტრესურსები, ინვენტარი, მასალები. დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.

воскресенье, 2 июля 2017 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღემ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა.დავათვალიერეთ ჩვენი საქაღალდე, რომელშიც შენახული გვქონდა წინა ტრენინგზე განხილული მასალა, შევისწავლეთ როგორ გავაკეთოთ მოსწავლის პრეზენტაცია "პაუერ პოინტით"
გავეცანით  განხორციელებული  პროექტების ნიმუშებს, სხვადასხვა შეფასების რუბრიკებს , საშინაო დავალებისთვის შევქმენით მცირე მონახაზი , როგორ დავწეროთ პროექტის გეგმა. გადავავლეთ თვალი სხვა პროექტებში შექმნილ გეგმებსაც.

суббота, 1 июля 2017 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

ტრენინგის მეხუთე დღე დავუთმეთ შესწავლილი მასალის გამეორებას.  ვიცით,რომ აუცილებელია საავტორო უფლებების  დაცვა, ამისთვის უნდა მივუთითოთ ლინკი, რომელსაც გამოვიყენებთ პროექტში, შევისწავლეთ  გუგლის საძიებო ველიდან  ინფორმაციის მოძიება და გადატანა ბლოგში.გავუგზავნეთ ერთმანეთს კომენტარები ბლოგზე.შევქმენით მოსწავლის ბლოგი და ავტვირთეთ  პროექტის შინაარსთან დაკავშირებულ ინფორმაცია და სურათები.ვისწავლეთ მოსწავლის ბლოგზე გაჯეტების ჩასმა.